ბატშუაი: “ფაბრეგასი სანტა კლაუსივითაა”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი თავდამსხმელი მიში ბატშუაი სესკ ფაბრეგასის შედეგებით აღფრთოვანებულია და ამას სოციალურ ქსელში არც მალავს.

“სესკი მოედანზე სანტა კლაუსივითაა”, – დაწერა ბატშუაიმ საკუთარ მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ათი ან მეტი საგოლე პასის გაკეთება ზედიზედ ექვს სეზონში მოახერხა.

ბატშუაიმ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

“მარსელისა” და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა მიში ბატშუაიმ ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი მომავალი ორი დღის განმავლობაში გაფორმდება. შრომითი ხელშეკრულება ხუთ წელზე იქნება გათვლილი. უცხოური პრესის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღო.

საფრანგეტის ჩემპიონატის გასულ გათამაშებასი მიში ბატშუაიმ 36 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს.

თვის მოთამაშედ “მარსელის” თავდამსხმელი მიში ბაჩუაი აირჩიეს. ბელგიელმა ფეხბურთელმა ხმათა 43 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “პარი სენ-ჟერმენის” მცველი სერჟ ორიე გავიდა, რომელმაც ხმების 39 პროცენტი მიიღო. მესამე პოზიცია “ლორიენის” ფორვარდ ბენჟამინ მუკანჯოს ერგო, ხმათა 18 პროცენტით.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც “მარსელის” მოთამაშე ლასანა დიარა დასახელდა.