„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „პორტლდ ტრეილ ბლეიზერსან“ მატჩის შემდეგ „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მოახლოებული შეხვედრის მოგება არ გამორიცხა.
„ცხოვრებაში არაერთი მოულოდნელი რამ მინახავს. დიახ, „ლეიკერსმა“ საშინლად ითამაშა, მაგრამ „გოლდენ სტეიტთან“ ბრძოლა შეგვიძლია. წინასწარ ჩვენი ჩამოწერა საჭირო არაა“, – ციტირებს კობის ESPN.
„პორტლენდთან“ თამაში „ლეიკერსმა“ 93:107 წააგო.