იბრაჰიმოვიჩი: „მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე“

პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრჰაიმოვიჩმა, რომლის პარიზელებვთან კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდა, განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეიტლება მიიღო. ამავდროულად ზლატანს არ უთქვამს, თუ რომელი კლუბის მაისურს მოირგებს.

„ჩემი მომავალი უკვე დაწერილია. არჩევანი გავაკეთე. მნიშვნელობა არ აქვს, ხელშეკრულება ევროპის ჩემპიონატამდე გაფორმდება თუ არა. პრესაში ჩემ შესახებ დაწერილი სიახლეებისგან სიამოვნებას ვიღებ. ამ ყველაფრისთვის თვალყურის დევნა სახალისოა. ინტერესი ყველა ქვეყნიდანაა, ვგულისხმობ ინგლისს, იტალიას და სხვა ლიგებს. არის კონკრეტული წინადადებებიც და ბევრი ალტერნატივა. ახლა მხოლოდ ევრო-2016-ზე ვფიქრობ“, – ციტირებს ზლატანს პორტალი Goal.

ბოლო დროს იბრას სახელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

იბრაჰიმოვიჩმა მალმეს ცენტრში დიდი ეკრანის დამონტაჟებაზე 28 ათასი ევრო გამოყო

პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ქალაქ მელმეს ცენტრში დიდი ეკრანის დამონტაჟებაზე 28 ათასი ევრო გამოყო, რათა გულშემატკივრებს მის ამხაჟანდელ გუნდთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის ხილვის საშუალება ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ „მალმე“ იბრაჰიმოვიჩის მშობლიური კლუბია, შესაბამისად, ზლატანის ყოფილ კლუბთან თამაში შვედეთში დიდ ინტერესს იწვევს.