ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი „ცხინვალს“ მიმდინარე სეზონში შეუერთდა. „სიონთან“ ბოლო ტურში კაჭარავას გუნდმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა, პირველი გოლი კი სწორედ გორგიაშვილმა გაიტანა. თავად ფეხბურთელმა Fanebi.com-თან საუბრისას ხსენებული შეხვედრა შეაფასა და რამდენიმე სხვა კითხვაზეც გვიპასუხა.
– „სიონთან“ ბოლო მატჩი შენი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა – ცხრილის სამეულში მყოფ გუნდს მოუგეთ, თანაც ცხინვალში სადებიუტო გოლიც გაიტანე. შეაფასე ეს შეხვედრა
– პირველ რიგში, შედეგისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბრუთელებს და მთლიანად გუნდს. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთლიანობაში ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მოხარული ვარ, რომ ამ გამარჯვერბაში წვლილი შევიტანე
– „ცხინვალს“ ახლა ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თანაც ბოლო სამი შეხვედრიდან სამივე მოიგეთ… „შუქურასთან“ მატჩის შესახებ რას იტყოდი?
– უშუალო კონკურენტებთან ჩვენმა გუნდმა საკმაოდ რთული მატჩები მოიგო. ჩემია ზრით, პროგრესი არის. რაც შეეხება შემდეგ თამაშს, ვფიქრობ, რთული შეხვედრა გველის. „შუქურა“ კარგი გუნდია, თუმცა, ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ
– ანუ მიზანი მაინც სამეულში შესვლაა?
– რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ
– ზაფხულში „ცხინვალი“ თავის ისტორიაში ევროტურნირებზე პირველად გავიდა, თუმცა გამოუცდელმა გუნდმა „ბოტოშანთან“ ორი მატჩის ჯამში წააგო. როგორ ფიქრობ, მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში, უფრო მომზადებულები იქნებით?
– წინასწარ რაიმის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გასვლის შემთხვევაში, შარშანდელზე უკეთესი შედეგის ჩვენებაზე ვიფიქრებთ
– თორნიკე, შენ „ზესტაფონიდან“ გიცნობენ, ამ კლუბში წლების განმავლობაში თამაშობდი და წარმატებას სწორედ მის რიგებში მიაღწიე…
– „ზესტაფონში“ გატაბული წლები დადებითად მახსენდება. ჩემთვის ეს კლუბი საყვარელი და ნომერ პირველიცაა. მის გულშემატკივრად სამუდამოდ დავრჩები.
– „ზესტაფონში“ ყოფნის პერიოდში რომელიმე უცხოური კლუბის წინადადება თუ გქონია?
– კლუბის ხელმძღვანელობისგან ვიცოდი, რომ შემოთავაზება იყო. ვთვლი, ამ თემაზე საუბარი აღარ ღირს, ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა
– პირველი წრის დარჩენილ სამ მატჩში შენი კვლავ ძირითად შემადგენლობაში ხილვის შანსები რამდენად მაღალია?
– ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, ეს უშუალოდ მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემთვის მისი გეგმები უცნობია
– აღნიშნული თემაზე კაჭარავასთან საერთოდ არ გისაუბრიათ?
– არა, ნამდვილად