მოიესს ზაჰას გაშვება არ სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი, საკუთარი გუნდის ახალგაზრდა გარემარბის, ზაჰას გაშვებას არ აპირებს.

21 წლის ფეხბურთელის არენდით აყვანა “კრისტალ პალასს” სურს, თუმცა როგორც ჩანს მოიესს ზაჰას გუნდიდან გაშვება არ უნდა.

“მე ვესაუბრე დავიდ მოიესს ზაჰას თაობაზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას არ სურს უილფრიდის გაშვება. იმედი არ მაქვს, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდება, თუმცა ჩვენ კვლავაც ვეცდებით უილფრიდის გადმობირებას” – განაცხადა “კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა.