“ვერონამ” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

იტალიური “ვერონას” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა მანდორლინი გაათავისუფლა. გუნდი მანდორლინის თანაშემწეებმაც დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა მანდორლინი “ვერონას” 2010 წლიდან თავკაცობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაბრუნდა გუნდი იტალიის რანგით უმაღლეს დივიზიონში.

“ვერონას” ამ დროისთვის აქტივში მხოლოდ 6 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია.