“დორტმუნდმა” ობამეიანგი დააჯარიმა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გელზენკირხენის “შალკესა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმართაგან ბურთი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელმაც გოლი ნიღბით აღნიშნა. გაბონელმა ფეხბურთელმა ამ ეპიზოდში მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.

ობამეიანგს ეს არ აკმარეს და იგი 50 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელს ფირმა Nike-თან სასპონსორო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. სწორედ Nike-ის მიერ დამზადებული ნიღაბი მოირგო ობამეიანგმა.

როგორც მოგეხსენებათ, “დორტმუნდის” სპონსორი Puma გახლავთ, რომელმაც კლუბს აღნიშნული ფაქტის გამო პრეტენზიით მიმართა. თავის მრივ, “დორტმუნდმა” ფეხბურთელის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ცოტა ხნის წინ ამავე ნიღბის სარეკლამო რგოლში გადაიღეს.

ობამეიანგმა გოლი ნიღბით აღნიშნა და ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გელზენკირხენის “შალკესა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმართაგან ბურთი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელმაც გოლი ნიღბით აღნიშნა. გაბონელმა ფეხბურთელმა ამ ეპიზოდში მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.

აგენტი: “ობამეიანგს “რეალში” გადასვლა სურს, მაგრამ ზიდანი წინააღმდეგია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობვამეიანგის აგენტმა ოსკარ დამიანიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს მადრიდის “რეალში” გადასვლის სურვილი ნამდვილად აქვს, მაგრამ ტრანსფერის წინააღმდეგი “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია.

“ვფიქრობ, რომ ობამეიანგი ზაფხულში კლუბს გამოიცვლის. მას მართლაც სურს “რეალში” გადასვლა, მაგრამ არა მგონია, უახლოეს პერიოდში ეს ოცნება აუხდეს.

ამის მიზეზი ზიდანია, რომელიც თვლის, რომ ობამეიანგს კარიმ ბენზემას შესაცვლელად საჭირო თვისებები არ გააჩნია. კერძოდ, “რეალის” ცენტრალური თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუსა და გარეტ ბეილთან ერთად გუნდის შემტევ ხაზში ორგანულად უნდა ჩაჯდეს, ზიდანი კი მიიჩნევს, რომ ობამეიანგი ამას ვერ შეძლებს”, – გაბონელი ფეხბურთელის აგენტის კომენტატი Bernabeu Digital-მა გამოაქვეყნა.

ობამეიანგმა დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაცმულობით ყველა გააკვირვა (ფოტოები)

აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეინაგმა თავისი ჩაცმულობით ყველას გაკვირვება შეძლო. 27 წლის ფეხბურთელი ცერემონიაზე სპორტული სამოსით წარსდგა, როცა სხვები კლასიკურ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი.

თავად ობამეინაგს სოციალურ ქსელში განმარტების გაკეთება მოუწია. ფეხბურთელის თქმით, ავიაკომპანია Lufthansa-მ მისი ბარგი დაკარგა, რის გამოც დაჯილდოების ცერემონიაზე უჩვეულო სამოსით წარსდგა.

პიერ-ემერიკ ობამეინაგმა კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილი დაიკავა, საუკეთესოდ კი “ლესტერ სიტის” ალჟირელი ნახევარმცველი რიად მაჰრეზი დასახელდა.

Aubameyang2

ობამეიანგი ბარმენობით დაკავდა (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუისიას” თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გარკვეული ხნით პროფესია შეიცვალა და ბარმენობით დაკავდა. გაბონელმა ფეხბურთელმა კლუბის ფანების შეკვეთები მიიღო.

ცნობისთვის ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. იგი ამ მაჩვენებლით ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

Aubameyang