ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი გამორჩეული შედეგი. მართალია, „დალას მავერიკსის“ ქართველ ცენტრს ორმაგი დუბლი არ მიუთვლია, თუმცა „ბოსტონთან“ მატჩში 19 მოხსნა მოაგროვა, რაც ნებისმიერი მეფარისთვის ბრწყინვალე შედეგია.
„დალასი“ „ბოსტონ სელტიქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში მოიგო – 118:113. ფაჩულიამ 36 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 19 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზა სამიანებს არ ესვრის და ამჯერად საკუთარი მოედნიდან ტყორცნა მოუხდა, რადგან დრო იწურებოდა. ქართველ ცენტრს რომ ჩაეგდო, ოვერტაიმი აღარ ნაინიშნებოდა, მაგრამ… დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 31 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა ჰქონდა დერონ უილიამსს, ხოლო 16 ჩანდლერ პერსონსს.
ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს „მემფისთან“ იყოფს. ორივე გუნდს 24 მოგება და 19 მარცხი აქვს. შემდეგ მატჩს დალასელები ისევ შინ, ჩვენი დროით 21 იანვრის გარიჟრაჟზე, „მინესოტასთან“ გამართავს.
GBF.GE