უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნს” მეტოქედ ტურინის “იუვენტუსი” შეხვდა. ბავარიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ბებერი სინიორა” ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მოიხსენია.
“საოცარი დაპირისპირებები გველის. “იუვენტუსი” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენმა მეტოქემ ეროვნული ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამოასწორა, ფსიქოლოგიურად ძლიერი გუნდია. ვერ ვიტყვი, რა ფორმაში ვიქნებით თებერვალში”, – განაცხადა წილისყრის დასრულების შემდეგ გვარდიოლამ.