“ესპანიოლი” რუმინელ მწვრთნელს ჩააბარეს

“ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონსტანტინ გილკე დაინიშნა. რუმინელი სპეციალისტი კატალონიურ გუნდს სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ “ესპანიოლის” თავკაცის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ სერხიო გონსალესი გაათავისუფლა.

კონსტანტინ გილკე ბოლოს ბუქარესტის “სტიაუას” ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით გუნდმა გასულ სეზონში ერთბაშად სამი ტიტული მოიგო: რუმინეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ლიგის თასი.