გიორგი ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს

ირაკლი აბუსერიძის განცხადება სრკ-საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ

ირაკლი აბუსერიძე: „საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩენებზე მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.“

გიორგი ნიჟარაძის განცხადება სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ

გიორგი ნიჟარაძე: „გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება.“