როგორ დასცინა ლინეკერს მისმა მეუღლემ საცვლებზე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად პოპულარულმა სატელევიზიო წამყვანმა გარი ლინეკერმა თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო.

“ლესტერ სიტისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის ორშაბათს გამართული მატჩის (2:1) შემდეგ ლინეკერმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“თუ პრემიერლიგას “ლესტერი” მოიგებს, გადაცემა “Match of the day”-ს მომდევნო სეზონის პირველ გამოშვებას საცვლის ამარა წავიყვან”.

რა თქმა უნდა, ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან, რომლებმაც ლინეკერის დაცინვა დაიწყეს, თუმცა ეს ყველაზე კარგად მისივე მეუღლეს გამოუვიდა.

ლინეკერის მეორე ნახევარმა დანიელ ბაქსმა ამ პოსტს შემდეგი მინაწერი გაუკეთა:

“შენი წარსულის გათვალისწინებით, ვიმედოვნებ, რომ საცვლები სუფთა გაქვს”.

Tweet

კონკრეტულად რა იგულისხმა ბაქსმა, ეს რთული გამოსაცნობი არ არის. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში გარი ლინეკერმა პირდაპირ მოედანზე მოისაქმა. იმედია, ამ სარკაზმის გამო ლინეკერი მეუღლეს არ გაუწყრება. რას იზამ, დანდობა არ იცის ბრიტანულმა იუმორმა.