“ნიუკასლის” ვინგერი გაბრიელ ობერტანი უახლოეს მომავალში შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს. კონტრაქტი 24 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 2016 წელს ეწურება,მაგრამ ის უკვე სერიოზულად განიხილავს სამუშაო ადგილის შეცვლის საკითხს.
საქმე იმაშია,რომ ობერტანს თავის ამჟამინდელ კლუბში არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა. წლეულს მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის მიერ მოედანზე გატარებული დროის რაოდენობამ ჯამში 33 წუთი შეადგინა.
უცხოური პრესის ინფორმაციით ფეხბურთელის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ ფრანგულ ევიენთან სადაც დიდი ალბათობით ობერტანი არენდის წესით გადავა.
შეგახსენებთ, რომ ობერტანი კარიერის განმავლობაში მანჩესტერის, ბორდოს და ლორიანის ღირსებას იცავდა.