მიკოლიმ კარიერა დაასრულა

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბრიციო მიკოლიმ მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

მიკოლი უმაღლეს პროფესიულ დონეზე ოცი წლის განმავლობაში თამაშობდა. მან კარიერა 1996 წელს “კაზარანოში” დაიწყო. მას ასევე უთამაშია ისეთი ცნობილი კლუბების შემადგენლობაში, როგორებიცაა “იუვენტუსი”, “ფიორენტინა”, “ბენფიკა” და “პალერმო”. იტალიელი ფეხბურთელი ამ სეზონში მალტურ “ბირკირკარაში” გამოდიოდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ფაბრიციო მიკოლი კლუბის სკაუტი გახდა.