მაკარონემ გატანილი გოლი ლუდით აღნიშნა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში “ბოლონიასა” და “ემპოლის” შორის გამართულ მატჩში საინტერესო რამ მოხდა. შეხვედრის 42-ე წუთზე სტუმართა 36 წლის თავდამსხმელმა მასიმო მაკარონემ ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ტრიბუნასთან მიირბინა, ქომაგს ჭიქა ლუდი გამოართვა და ყლუპი შესვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაკარონემ დუბლი შეასრულა და “ემპოლის” გამარჯვება მოუტანა 3:2.