სპალეტის თორმეტ მილიონ ევროს სთავაზობენ

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ, შესაძლოა, კარიერა ჩინეთში გააგრძელოს, რის შესახებაც „ევროსპორტი“ იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, სპალეტის ორწლიან კონტრაქტს კლუბ „ბეიჯინ გუოანის“ ხელმძღვანელობა სთავაზობს. შეთანხმების შემთხვევაში, იტალიელი ყოველწლიურად, ხელფასის სახით, ექვს მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გამოცდილი მწვრთნელის სახელს „რომას“ უკავშირებენ, რომელსაც ის 2005 წლიდან 2009 წლამდე თავკაცობდა.