“ლიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის თავკაცის პოსტზე ბრუნო ჟენეზიო დაინიშნა. ეს სპეციალისტი მანამდე იუბერ ფურნიეს თანაშემწედ მუშაობდა.
ჟენეზიო მოთამაშის რანგში “ლიონის” ღირსებას ათი წლის მანძილზე იცავდა, ბოლო წლებში კი კლუბის სისტემაში მუშაობდა.
ჟენეზიო მოვალეობის შესრულებას 28 დეკემბრიდან შეუდგება, როდესაც გუნდი ხანმოკლე შვებულებიდან დაბრუნდება. იგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.