გუშინ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ევროპულ კლუბთა ასოციაციის (ЕСА) ჯილდოს Globe Soccer Award 2015-ის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი შედგა.
პრიზები ასე განაწილდა:
წლის ფეხბურთელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”);
წლის მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი (ბელგიის ნაკრები);
წლის კლუბი: “ბარსელონა”;
წლის აგენტი»: ჟორჟე მენდეში;
წლის მსაჯი: რავშან ირმატოვი;
წლის პრეზიდენტი: ჟოზეპ ბარტომეუ (“ბარსელონა”);
წლის აკადემია: “ბენფიკა”.
გამორჩეული კარიერის გამო სპეციალური ჯილდოები მიიღეს “ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველებმა – ფრენკ ლამპარდმა და ანდრეა პირლომ.