“ჰანოვერის” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები კაზინოს გაძარცვას აპირებდნენ

“ჰანოვერის” ახალგაზრდული გუნდის სამ ფეხბურთელს ადგილობრივი კაზინოს გაძარცვის განზრახვის გამო განუსაზღვრელი ვადით კლუბისგან დისკვალიფიკაცია მიესაჯა. მოთამაშეთა გვარები არ სახელდება.

ცნობილია, რომ ისინი შეიარაღებულნი იყვნენ გაზის იარაღებით, სახეზე კი ნიღბები ეკეთათ. ბოლო მომენტში ფეხბურთელებმა კაზინოს გაძარცვა გადაიფიქრეს, თუმცა უკან დაბრუნებისას სამართალდამცველებმა გააჩერეს. სამივე მათგანმა აღიარა, რომ კაზინოს გაძარცვას აპირებდნენ.

“ჩვენი კლუბი ფეხბურთელთა მხრიდან ასეთ ქმედებას არ შეეგუება”, – ციტირებს “ჰანოვერის” წარმომადგენლის სიტყვებს “შპიგელი”.

 

“ჰანოვერს” ტომას შააფი უთავკაცებს

“ჰანოვერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას შააფი დაინიშნა.

მხარეებს შორის კონტრაქტი ძალაში 2017 წლის 30 ივნისამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ კლუბს მანამდე მიხაელ ფრონცეკი თავკაცობდა, რომელმაც პოსტი 21 დეკემბერს დატოვა.

ტომას შააფი ბრემენის “ვერდერის” ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. 1999 წელს იგი მთავარი გუნდის თავკაცი გახდა. გერმანელი სპეციალისტი 2014-2015 წლებში ფრანკფურტის “აინტრახტს” ხელმძღვანელობდა.