პლეტიკოსა „დეპორტივოში“ გადავიდა

ხორვატიის ნაკრების ყოფილი მეკარე სტიპე პლეტიკოსა „დეპორტივოს“ მოთამაშე გახდა. მხარეებმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმეს, თუმცა ავტომატურად თანამშრომლობის გაგრძელება მომავალი სეზონისთვისაც შეუძლიათ.

„ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომლის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩემს მომავალში ეჭვი არ მეპარება. სათამაშო ტონუსში დასაბრუნებლად ბევრი დრო საჭირო არაა“, – ციტირებს პლეტიკოსას კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მეკარე აქამდე თავისუფალი აგენტი იყო. ბოლოს ის „როსტოვის“ კარს იცავდა. სხვადასხვა პერიოდში სტიპე „ტოტენჰემში“, მოსკოვის „სპარტაკში“, დონეცკის „შახტარში“ და სპლიტის „ჰაიდუკში“ თამაშობდა. ხორვატიის ნაკრებში პლეტიკოსა 1999 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდში ქევეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 114 მატჩი დაუგროვდა.