პორტილიომ 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ხავიერ პორტილიომ 33 წლის ასაკში მოთამაშის კარიერა დაასრულა.

პორტილიო “რეალის” აღზრდილი გახლავთ. იგი კლუბის სისტემაში 2001-დან 2006 წლამდე ირიცხებოდა, რა დროის განმავლობაშიც ესპანეთის ჩემპიონატი (2003), ქვეყნის სუპერთასი (2003), ჩემპიონთა ლიგა (2002) და საკონტინენტთაშორისო თასი (2002) მოიგო.

გარდა ამისა, პორტილიო “ფიორენტინას”, “ბრიუგეს”, “ხიმნასტიკის”, “ოსასუნასა” და “ლას პალმასის” ღირსებას იცავდა. 2012 წლიდან იგი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბ “ერკულესში” გამოდიოდა.