„ვითასთვის“ 2016 წელი სახლში 52-ქულიანი წაგებით დაიწყო

დღეს ვითიბი ლიგის რეგულარული ჩემპიოანტის მორიგ ტურში „ვითამ“ „სპორტის სასახლეში“ გათამაშებიც ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი სარატოვის „ავტოდორი“ მიიღო და ამჯერად 52 ქულით – 59:111 დამარცხდა.

სათქმელია, რომ თბილისელთათვის პაველ გოოგეს გათავისუფლების შემდეგ დღეს ლატვიელი ნიკოლაი მაიზურსის ხელმძღვანელობით ეს პირველი შეხვედრა იყო. ასევე „ვითას“ რიგებში ახალწვეულმა ბექა წივწივაძემ ითამაშა, ხოლო ახალი ლეგიონერები, ამერიკელები ომარ თომასი და ანდრე ჯონსი დღეს განაცხადში ვერ მოხვდნენ. სავარაუდოდ, შემდეგი მატჩისთვის მათი განაცხადში შეყვანა შესაძლებელი ინნება.

შეხვედრა „ვითამ“ სამქულიანით დაიწყო, თუმცა პირველი ემთხედის ბოლოს სტუმრებმა მოუმატეს და მეორე ათწუთიანი პერიოდის წინ უკვე 9 ქულით იგებდნენ, დიდი შესვენების წინ კი „ავტოდორი“ უკვე 27 ქულით (27:54) იგებდა. მესამე და ბოლო მეოთხედში რუსებმა უპირატესობის 52 ქულამდე გაზრდა შეძლეს და, საბოლოოდ, ანაგრიშით 111:59 მოიგეს.

15 ქულით „ვითას“ რიგებიდან საუკეთესო ვლადიმირ სტარატილევი იყო. გამარჯვებულთა შემადგენლობიდან 18 ქულით ევგენი კოლესნიკოვი გამოირჩა.

შეხვედრის სრული სტატისტიკა