ერთი წლის წინ ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და, ანგარიშით, 3:0 დაამარცხა მეტოქე.
1 წლის შემდეგ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს მესუთ იოზილმა და სანტი კასორლამ კომენტარი გაუკეთეს.
ერთი წლის წინ ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და, ანგარიშით, 3:0 დაამარცხა მეტოქე.
1 წლის შემდეგ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს მესუთ იოზილმა და სანტი კასორლამ კომენტარი გაუკეთეს.
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ ოზილი ტრავმის გამო 3-6 კვირას გამოტოვებს. არსენ ვენგერის თქმით, ფეხბურთელმა ტრავმა მიუნხენის “ბაიერნთან” მატცში მიიღო.
“ექემიბის დასვკნით ოზილის გამოჯანმრთელების მინიმალური ვადა სამი კვირაა, მაქსიმალური – ექვსი. იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება. რთული შეხვედრები გველის” – განაცხადა ვენგერმა.
“ბაიერნის” მცველმა ჟერომ ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, “არსენალზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესუთ ოზილი ლონდონური გუნდის წამყვანი ფეხბურთელია.
“ოზილი “არსენალის” საკვანძო ფეხბურთელია. მატჩის დროს მუდმივად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან ადგილობრივი გულშემატკივარი საკუთარ გუნდს შეტევისკენ მოუწოდებს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ” – განაცხადა ბოატენგმა.
შეგახსენებთ, რომ “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის გასამართი შეხვედრა ლონდონში 19 თებერვალს გაიმართება.
ლონდონის “არსენალის” 25 წლის ნახევარმცველი მესუთ ოზილი, რომელიც კარიერაში პირველად ითამაშა ზამთრის პაუზის გარეშე, აღნიშნავს რომ პრემიერლიგის მჭიდრო კალენდარი მის მოწონებას იმსახურებს.
“წელს პირველად ჩავატარე სეზონის სამთრის პაუზის გარეშე. დასასავენებლად ერთი კვირაც კი არ გვქონია. ორ-სამ დღეში ერთხელ თამაშია, რაც მე ძალიან მომწონს. “არსენალში” თავს კომფორტულად ვგრძნობ” – განაცხადა ოზილმა