აგენტი: “ინტერი” პერიშიჩისა და ბროზოვიჩის გაყიდვას გეგმავს

მილანის “ინტერის” შემტევის, ივან პერიშიჩის აგენტის თქმით, მისი ყოფილი კლიენტის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ევროპის სხვა გრანდებიც ცდილობენ.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ “ინტერის” ხელმძღვანელები ზაფხულში პერიშიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის გაყიდვას გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პერიშიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი გადახდაზეც კი თანახმაა, მჯერა, რომ იტალიელებს უფრო სარფიანი წინადადებებიც აქვთ მის ტრანსფერთან დაკავშირებით.

თუ პერიშიჩი “მანჩესტერ იუნაიტედს” აირჩევს, ის ნაკლებ ფულს მიიღებს, სამაგიეროდ, მას რაღაცის მიღწევის შანსი მაინც ექნება,” – აცხადებს მისი ყოფილი აგენტი.

ჩინელები მზად არიან, ბროზოვიჩისთვის 50 მილიონი ევრო გაიღონ

“ინტერის” ხელმძღვანელებმა მარსელო ბროზოვიჩის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე პირველი ოფიციალური შემოთავაზება ჩინური კლუბისგან მიიღეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა CalcioMercato ავრცელებს.

როგორც იცით, ხორვატმა ნახევარმცველმა, რომელიც 2015 წელს გადაბარგდა იტალიაში ზაგრების “დინამოდან” (7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ) ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი მილანურ კლუბთან (2021 წლამდე).

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის საანცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11-ჯერ მოახერხა “ინტერის” ღირსების დაცვა და სამჯერ გოლიც კი გაიტანა, ჩინელები მზად არიან “ნერაძურის” 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 ივლისი)

“შევროლეს” მინიშნება

“მანჩესტერ იუნაიტედის” სპონსორი, “შევროლე” ინსტაგრამზე პოგბას ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ უფრო ახლოს არის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებასთან.

ედი ჰაუ არსენ ვენგერის სანაცვლოდ?

Daily Star საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერთან გამომშვიდობებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტის ჩანაცვლების პასუხისმგებლობა კი სავარაუდოდ “ბორნმუთის” თავკაცს, ედი ჰაუს დაეკისრება.

გვარდიოლას გუნდში სანესა და სტოუნზის მოტყვანა სურს

“სანე “შალკეს” ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ ის ჩვენს კლუბში გადმოვა. მაგრამ, თუ დარჩენას გადაწყვეტს, ამით “შალკეს” ფანებს გაახარებს.

იგივე სიტუაციაა სტოუნზის შემთხვევაში. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ვეცდებით ის გადმოვიბიროთ.”

კარგი ამბავი “სპურსის” ფანებისთვის !

ლონდოსნი “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კლუბი უახლოეს მომავალში რამოდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს – “მომავალ კვირეებში რამოდენიმე ტრანსფერი უნდა განხორციელდეს.”

13327612_1249881881724938_8743442513609883502_n

სიმეონემ ინგლისურ და იტალიურ კლუბებში გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა

“ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ვთვლის, რომ შესაძლებელია კარიერა სხვა ქვეყანაშიც გავაგრძელო. ბევრია ისეთი ჩემპიონატი, რომელიც უამრავ გამოწვევას გვთავაზობს. მაგრამ, მათგან გამოსარჩევია ინგლისური და იტალიური ჩემპიონატები.”

რობსონ-კანუ “სევილიაში” … თუ “ატლეტიკოში”?

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური “სევილიასა” და “ატლეტიკო მადრიდის” წარმომადგენლები ინგლისში გაფრინდნენ, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ჰალ რობსონ-კანუს აგენტთან.

“ტოტენჰემი” “ინტერის” ვარსკვლავის გადაბირებას აპირებს

La Repubblica-ს ცნობით, “ინტერის” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ორი ინგლისური კლუბი ჩაერთო. 23 წლის მარსელო ბროზოვიჩი “ინტერს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. თუმცა, როგორც ჩანს, “არსენალი” და “ლივერპული”
მზადაა 7 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადონ.

“ევერტონმა” სტოუნზის ჩამნაცვლებელი იპოვა

The Sun-მა გვამცნო, რომ “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი მზადაა კლუბის დატოვების საშუალება მისცეს ჯონ სტოუნზს, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. მის შემცვლელად კი კუმანი ლამინე კონეს მოყვანას აპირებს, რომლის გადაბირებაც დაახლოებით 15 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

ბროზოვიჩი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარებისთვის დააკავეს

მილანის პოლიციამ „ინტერის“ ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარებისთვის დააკავა. გუშინ, საღამოს, ფეხბურთელმა წითელ შუქზე გაიარა, რითაც სამართალდამცავთა ყურადღება მიიპყრო.

გარდა ამისა, როგორც შემდგომ გაირკვა, მარსელოს საჭესთან ჯდომის უფლებაც არ ჰქონდა, რადგან ანალოგიური დარღვევისთვის ორი თვის წინ მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს. თანაც, გუშინ მის სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნეს.