დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას: “შენი თავი 500 ფუნტს იწონის”

7 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “დალას მავერიქსის” კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: “დირკმა მითხრა, რომ ამ მომენტში მას მხარი ვატკინე.”

cats

ამ პოსტს Twitter-ში თავად ნოვიცკი გამოეხმაურა და ზაზას ასე გაეხუმრა: “ჩემი ბიჭი ხარ, მაგრამ შენი თავი 500 ფუნტს (დაახლოებით 225 კგ) იწონის.”