“პორტუ” ლოპეტეგის გაათავისუფლებს

“ასის” ცნობით, “პორტუმ” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლოპეტეგიმ კლუბის ხელმძღვანელობისა და გუნდის ფანების ნდობა სრულად დაკარგა.

პორტუგალიის ჩემპიონატში “პორტუს” მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “სპორტინგს” ოთხი ქულით ჩამორჩება.