ლობჟანიძის გოლი და გრიგალაშვილის საგოლე პასი ევროპის ლიგაზე

17 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ მოედანზე კვირპოსული “ომონია” მიიღო, რომლის ღირსებასაც შოთა გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა და უჩა ლობჟანიძე იცავენ.

გრიგალაშვილი და ლობჟანიძე კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, რაც შეეხება კაკუბავას, ის მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ანგარიში 36-ე წუთზე “ომონიას” მოთამაშე რობერტომ გახსნა, მას საგოლე პასი შოთა გრიგალაშვილმა გაუკეთა. საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, უჩა ლობჟანიძემ მეტოქის კარი თავური დარტმით აიღო – 0:2.

ლობჟანიძემ “დნიპროსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მცველმა უჩა ლობჟანიძემ, უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

გადაწყვეტილება მართლაც რომ უცნაურია. სეზონის სტარზე “დნიპრომ” ბრუნუ გამა შეიძინა და ლობჟანიძეც ამის გამო უკრაინის პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანეს. შესაბამისად ქართველი მცველი პირველ ეტაპზე მოედანზე არ გამოჩენილა.

არ არის გამორიცხული, ლობჟანიძემ კარიერა იჯარის წესით სხვა უკრაინულ კლუბში გააგრძელოს.