ასამოა გიანი: “აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია აფრიკაში ფეხბურთს კლავს”

განის ნაკრების კაპიტანი ასამოა გიანი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ფაქტს გამოეხმაურა. გიანის აზრით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამ ჯილდოს არ იმსახურებდა.

“ობამეიანგი აფრიკის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს არ იმსახურებს. იგი კარგი ფეხბურთელია, ძალიან კარგი თავდამსხმელია და შარშან საკლუბო დონეზე თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ აფრიკის თასზე ძალიან ცოტა რამ თუ გააკეთა.

ჩემი აზრით, ანდრე აიუმ ამ ტურნირზეც კარგად ითამაშა და საკლუბო დონეზეც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ასეთი ფეხბურთელი ჯილდოს გარეშე დარჩა.

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია ასეთი გადაწყვეტილებებით აფრიკაში ფეხბურთს კლავს”, – ციტირებს გიანის სიტყვებს linkis.com-ი.