ირანის ნაკრების მეკარე უჩადრო გოგონებთან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებისთვის დააკავეს

ირანის ნაკრების მეკარე სოშა მაკანი უჩადრო გოგონებთან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების გამო დააკავეს. ირანის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ქმედება საზოგადოებაში კორუფციისა და პროსტიტუციის პროვოცირებას ახდენს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, სოციალურ ქსელში მაკანის ანგარიში გატეხეს და თავად ფეხბურთელი მომხდარში დამნაშავე არ არის.

Makani