2015 წლის სიმბოლური გუნდი

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე უკვე გამოავლინეს წლის სიმბოლური გუნდი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

2015 წლის სიმბოლური გუნდი:
(4-3-3)
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია);
მცველები: დანი ალვესი („ბარსელონა“, ბრაზილია), სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი), ტიაგო სილვა („პარი სენ-ჟერმენი“, ბრაზილია), მარსელო („რეალი“, ბრაზილია);
ნახევარმცველები: პოლ პოგბა („იუვენტუსი“, საფრანგეთი), ლუკა მოდრიჩი („რეალი“, ხორვატია), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი);
თავდასხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია), ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა), ნეიმარი („ბაიერნი“, ბრაზილია).

აღნიშნული ნაკრები გამოკითხვის შედეგად შედგა. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ჩატარდა.

FIFA FIFPro World XI

წინასწარ ცნობილი გახდა ფიფას 2015 წლის სიმბოლური გუნდის შემადგენლობა

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი სოციალურ ქსელში ფიფას 2015 წლის სიმბოლური გუნდის შემადგენლობას აქვეყნებს.

მარტინესი ამბობს, რომ ფიფას რჩეული ნაკრები ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვესი, ჯორჯო კიელინი, სერხიო რამოსი, მარსელო, ანდრეს ინიესტა, ხამეს როდრიგესი, პოლ პოგბა, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, ლიონელ მესი.

ფიფას 2015 წლის სიმბოლური გუნდის შემადგენლობა ოფიციალურად დღეს გასამართ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.