კაჭკაჭიშვილი „ცხინვალში“ დაბრუნდა

ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი „ცხინვალში“ დაბრუნდა, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი წერს.

25 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი სომხურ „ულისეში“ ჩაატარა, სადაც 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ პერიოდში მან 8 შეხვედრაში ითამაშა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელი „ცხინვალთან“ ერთად უკვე ვარჯიშობს და კლუბთან კონტრაქტს სულ მალე მოაწერს ხელს.

შეგახსენებტ, რომ კაჭკაჭიშვილი ცხინვალელთა შემადგენლობაში აქამდე 2014/15 წლების სეზონში გამოდიოდა და 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს გიორგი ასევე ბათმის „დინამოს“, „ზესტაფონისა“ და „მაჭახელას“ შემადგენლობაში თამაშობდა.