მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე გაერთიანებული ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეას ემხრობა. ევროპის ტოპგუნდები არაერთხელ გამოვიდნენ ასეთი ტურნირის შექმნის ინიციატივით, რაც ძველი კონტინენტის წამყვან კლუბებს მეტი თანხის მოზიდვის საშუალებას მისცემს.
“სუპერლიგის შექმნა არ უნდა გამოვრიცხოთ. შესაძლოა, ეს ტურნირი იტალიის, გერმანიის, ინგლისის, ესპანეთისა და საფრანგეთის ტოპკლუბებით დავაკომპლექტოთ და უეფას ან სხვა ორგანიზაციის ეგიდით ჩავატაროთ. ტურნირზე უნდა ითამაშოს ოცმა კლუბმა, ზოგიერთი მატჩი კი ამერიკასა და აზიაშიც გაიმართება. ევროპის საუკეთესო გუნდების შეხვედრები ყველას ყურადღებას მიიქცევს და ფეხბურთის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “ლეკიპი”.