უტკინს მატჩის კომენტირებისას ჩაეძინა (ვიდეო)

ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი გამოტყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერსა” და “ბარსელონას” შორის 9 დეკემბერს გამართული მატჩის კომენტირებისას ჩაეძინა.

“აგიხსნით, რა მოხდა “ბაიერსა” და “ბარსელონას” შორის გამარტული მატჩის მიმდინარეობისას. უკვე რამდენიმე წელია, ძილის ქრონიკული დარღვევა მაწუხებს. ისე მოხდა, რომ “ბაიერსა” და “ბარსელონას” შორის ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს ჩამეძინა. ძილში ვლაპარაკობდი. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, ვინაიდან მეორე ტაიმში არავითარი პრობლემა არ მქონია. მეტიც, იმ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე, თვით მატჩის დაწყებამდეც. ასე რომ, ნებისმიერ ეჭვს ფაქტებით უარვყოფ”, – აღნიშნა უტკინმა.

ვასილი უტკინს საფეხბურთო მატჩების გაკომენტარების ფუნქცია შეუჩერეს, რასაც რუსი კომენტატორი სწორედ ზემოთ აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს.