“არსენალმა” საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის “არსენალში” მატებაა. გუნდმა 23 წლის ეგვიპტელი ნახევარმცველი მოჰამედ ელნენი დაიმატა.

ტრანსფერის დეტალები ოფიციალურად არ ხმაურდება.

მოჰამედ ელნენი საყრდენის პოზიციაზე თამაშობს. იგი მანამდე შვეიცარიული “ბაზელის” ღირსებას იცავდა.

მოჰამედ ელნენიმ მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.