“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ფორვარდ ენდი ქეროლის ტრავმა იმაზე ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
27 წლის ინგლისელ ფეხბურთელს ტრავმის გამო მხოლოდ ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ქეროლი ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა.
ენდი ქეროლმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.