ახნის “ეთნიკოსის” ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და Carlsberg-ისგან სპეციალური ჯილდო გადაეცა. ჩვენებურმა გასულ თვეში ხუთი გოლი მიითვალა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
“ჩემთვის დიდი პატივია Carlsberg-ის ჯილდოს მიღება თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ( 2016 წლის დეკემბერი). ფულადი პრიზი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში (ლარნაკას ბავშვთა სახლი და მოზარდთა საერთო საცხოვრებელი). დიდი მადლობა!” – დაწერა სოციალურ ქსელში კაჭარავამ.
ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა.