საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. ქართველი აქამდე 67-ე პოზიციას იკავებდა, განახლებულ რეიტინგში კი ის 14 საფეხურით დაწინარუდა.
როგორც იცით, ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ რაიან ჰარისონთან ორ სეტში 1:6, 4:6 დამარცხდა. რომ არა ფინალში მარცხი, ის 50-ეულში შესვლასაც მოახერხებდა.
ქართველი ჩოგბურთელი 21 თებერვალს დელრეი ბიჩის ტურნირზე დაიწყებს გამოსვლას. მისი პირველი მეტოქე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება.