ხორხე სამპაოლის ახალი კლუბი ცნობილია

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ხორხე სამპაოლის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია. 58 წლის სპეციალისტი ბრაზილიური “სანტოსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

ხორხე სამპაოლისა და კლუბს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო კონტრაქტის ვადისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია დამდეგ უქმეებზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლი უკანასკნელად არგენტინის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებისას გამოეთიშა. მანამდე არგენტინელი სპეციალისტი “სევილიას” თავკაცობდა. სამპაოლის ყველაზე დიდ წარმატებად ჩილეს ნაკრებთან ერთად 2015 წელს კოპა ამერიკის მოგება ითვლება.

სამპაოლით “ბარსელონა”, “ატლეტიკო” და “დორტმუნდი” არიან დაინტერესებულნი

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ, შესაძლოა, სამუშაო ადგილი გამოიცვალოს.

“დონ ბალონის” ინფორმაციით, 56 წლის არგენტინელი სპეციალისტით “ბარსელონა”, მადრიდის “ატლეტიკო” და დორტმუნდის “ბორუსია” არიან დაინტერესებულნი. ამ გუნდებიდან ამჟამინდელი თავკაცების წასვლის შემთხვევაში, სამივე კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ სამპაოლის კანდიდატურას განიხილავს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” თავკაცის პოსტზე ხორხე სამპაოლის დანიშვნით პირადად ლიონელ მესი არის დაინტერესებული.

სამპაოლი: “მესი არის ბეტმენი”

“სევილიას” არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და მისი შედარება სხვა ფეხბურთელებთან არარელევანტურია.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის შედარება დანარჩენ ფეხბურთელებთან იგივეა, რაც ბეტმენის შედარება კარგ პოლიციელთან”, – ციტირებს სამპაოლის კომენტარს beIn Sports Espana.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” თავკაცის პოსტიდან ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში, ლეო მესის სურს, რომ გუნდი სწორედ სამპაოლიმ ჩაიბაროს. ცნობისთვის, ლუის ენრიკეს კატალონიურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

უნაი ემერიმ “სევილია” დატოვა, ჰორიზონტზე ხორხე სამპაოლია

უნაი ემერიმ “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ესპანელ სპეციალისტს კლუბთან შრომითი ხელშეკრულება მომავალ წელს ეწურებოდა, თუმცა მან “სევილიას” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურდა.

ანდალუსიური კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ “სევილია” მოლაპარაკებებს ჩილეს ნაკრების ყოფილ თავკაც ხორხე სამპაოლისთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლიდან მუშაობდა. მისი თავკაცობით გუნდმა სამჯერ მოიგო ევროპის ლიგა. რაც შეეხება სამპაოლის, იგი ჩილეს ნაკრებთან ერთად 2015 წელს კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

Jorge Sampaoli

ხორხე სამპაოლი: “ფიფამ მესის, სუარესსა და ნეიმარს ერთად თამაში უნდა აუკრძალოს”

ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის ერთ გუნდში თამაში მეტოქეებს შანსს არ უტოვებს, რის გამოც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან გარკვეული ზომებია მისაღები.

“ფიფა ამაში უნდა ჩაერიოს. მესის, სუარესისა და ნეიმარის მეგობრობა ყველაზე ცუდი რამაა, რაც ფეხბურთში მომხდარა. მესის მატჩების მოგება მარტოს შეუძლია და თუ მის გვერდით სუარესი და ნეიმარიც იქნებიან, მეტოქე უბრალოდ განწირულია. ეს უნდა აიკრძალოს.
ეს სამეული “რეალის” სამეულისგან იმით განსხვავდება, რომ მადრიდელები შეთანხმებულად არ თამაშობენ. რონალდუსა და ბეილს მარტო მოქმედება ურჩევნიათ. მხოლოდ ბენზემას სიტუაციის შეცვლა არ ძალუძს”, – ციტირებს სამპაოლის სიტყვებს elpais-ი.