იეპესმა კარიერა დაასრულა

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მარიო იეპესმა კარიერა დაასრულა.

40 წლის მცველმა კოლუმბიის ნაკრებში 102 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

იეპესი კარიერის განმავლობაში “ნანტის”, “პარი სენ-ჟერმენის”, “რივერ პლეიტის”, “მილანის” “ატალანტას”, “კიევოს” “სან ლორენსოსა” და ორი კოლუმბიური კლუბის – “კორტულუასა” და “დეპორტივო კალის” ღირსებას იცავდა.

იეპესი კოლუმბიის ნაკრების კოორდინატორის პოსტს დაიკავებს.