ესპანელმა მსაჯმა გოგონა ფეხბურთელს მატჩის მიმდინარეობისას პაემანი დაუნიშნა?

გოგონათა საფეხბურთო კლუბ “სპორტინგ უელვას” მცველი ელენა პაველი აცხადებს, რომ ესპანეთის ქალთა ჩემპიონატში “სანტა ტერეზას” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მსაჯმა მასთან ფლირტი გააბა.

31 წლის რუმინელი ფეხბურთელის თქმით, შეხვედრის არბიტრი სანტიაგო ალკონი მატჩის მიმდინარეობისას მისთვის პაემანის დანიშვნას ცდილობდა. პაველი ამბობს, რომ მსაჯმა იგი ჭიქა ყავაზე დაპატიჟა, რაზედაც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ კონცენტრაცია შეხვედრის მიმდინარეობაზე გაეკეთებინა.

თავად არბიტრი ამ ყველაფერს უარყოფს. ელენა პაველი არ აპირებს, რომ ესპანეთის მსაჯთა ასოციაციაში სარჩელი შეიტანოს, ვინაიდან ამ ინციდენტს მოწმე არ ჰყავს.