“ესპანიოლის” მიზანი — უახლოეს სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა

“ესპანიოლის” ახალ პრეზიდენტ ჩენ იანშენს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გასვლა იქნება.

“იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს. რაც არ უნდა იყოს, მწვრთნელზე წნეხის განხორციელებას არ ვაპირებ. შესაძლებელია, რომ ბარსელონაში ორი ძლიერი კლუბი არსებობდეს.

“ესპანიოლის” მატჩებს უკვე ოცი წელიწადია, თვალს ვადევნებ, ეს კლუბი ჩემი გრძნობაა. ჩვენთან ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ”, – ციტირებს ჩენ იაშენის სიტყვებს “მარკა”.