„კლივლენდმა“ დევიდ ბლატი გაათავისუფლა

როგორც აშშ-ს პრესა იტყობინება, „კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელთან დევიდ ბლატთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ბლატი „კლივლენდს“ 2014 წელს ჩაუდგა სათავეში. ამ პერიოდში გუნდთან ერთად მან ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 83 მატჩი მოიგო, ხოლო ორმოც შეხვედრაში დამარცხდა. გასული სეზონის ფინალურ სერიაში მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ წააგო. მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში „კავალიერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს და მის აქტივში 41 მატჩიდან 30 მოგებული შეხვედრაა.