საქართველო U19-ის კაპიტანი: “გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა”

ხვალ “მიხეილ მესხზე” 19-წლამდე ვეროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება.

საინტერესო შეხვედრის წინ Fanebi.Com-ს ჩვენი ნაკრების კაპიტანი, დავით კობაური ესაუბრა.

“გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა! შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და ხვალ დიდი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ. ჩეხეთის დამარცხება ერთიანობით და ბრძოლით შეგვიძლია. ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელთანაც ინდივიდუალიზმი იქნება შეზავებული. ეს ყველაფერი კი შედეგს აუცილებლად მოიტანს!”

“ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირია, სადაც ნებისმიერი მეტოქე დიდ ძალას წარმოადგენს. ჩვენი მაქსიმუმი ყველა თამაშის მოგება იქნება. ამას მხოლოდ გულშემატკივრის გვერდში დგომით მოვახერხებთ! მათ ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ!” – განაცხადა კაპიტანმა.

საქართველოს 17-წლამდელებმა ირანელ თანატოლებს მოუგეს

„განვითარების“ თასის მეშვიდე-მერვე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ირანელ თანატოლებს მოუგო. შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე თავის ანგარიშზე ლუკა სილაგაძემ ჩაიწერა.

ხვალ 17-წლამდელები ტურნირის ბოლო შეხვედრას გამართავენ, რომელშიც ლიტვის 17-წლამდელთა ნაკრებთან მეშვიდე ადგილს გაათამაშებენ.