არდა თურანმა კაზინოში დიდი ფული წააგო და ფინანსური პრობლემები შეექმნა

“ბარსელონას” ნახევარმცველ არდა თურანს მორიგი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა.

რამდენიმე დღის წინ თურქმა ფეხბურთელმა კაზინოში დიდი თანხა წააგო. არდამ თავდაპირველად ორი ექსტრაკლასის ავტომობილის ღირებულების თანხა დათმო, თუმცა ამაზე არ გაჩერდა და მოგვინებით კიდევ წააგო.

კატალონიური წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ არდა თურანის წლიური ჯამაგირი 4 მილიონ ევროს შეადგენს, კაზინოს მიმართ დიდმა სიყვარულმა თურქი ფეხბურთელი ფინანსურ პრობლემებამდე მიიყვანა.

ბუსკეტსა და თურანს ანგინა შეეყარათ

“ბარსელონას” ნახევარმცველებს — სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ორივე ფეხბურთელს ანგინა შეეყარა, რის გამოც ბოლო ვარჯიში გამოტოვეს.

სერხიო ბუსკეტსი და არდა თურანი ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებენ. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს ჩატარდება.