ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ენდროს თაუნსენდი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “ნიუკასლ იუნაიტედში” გადავიდა
24 წლის ფეხბურთელმა “კაჭკაჭებთან” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხელი 5-წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა.
ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.
ენდროს თაუნსენდი “ნიუკასლში” 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.