ელ გაზიმ „მილანში“ გადასვლა იუარა

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა ანვარ ელ-გაზიმ „მილანში“ გადასვლა იაურა.

„კარგია იმის გაგება, რომ შენით „მილანი“ ინტერესდება, თუმცა „აიაქსში“ ბედნიერი ვარ.

ახლა წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნება. ჩემ გარშემო მცოდნე ხალხია და მათთან ერთად ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.

ვნახოთ, მომავალში რა იქნება. რა თქმა უნდა, ახალ წინადადებებს გავეცნობი, მაგრამ ამ ეტაპზე ჰოლანდიის ჩემპიონატის დასატოვებლად მზად არ ვარ“, – ციტირებს ელ-გაზის Goal.com-ი.