“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა განაცხადა, რომ გუნდის ნახევარმცველი დიმიტრი პაიე მხოლოდ “ჩაქუჩების” რიგებში თამაშზე ფიქრობს.
“პაიეს ორშაბათს, ჩემს ოთახში ვესაუბრე. იგი მხოლოდ” ვესტ ჰემზე “ფიქრობს. დიმიტრი მთლიანად დამდეგ მატჩებზე არის ორიენტირებული.
ჩვენს სატრანსფერო მიზნებზე არ ვისაუბრებ. რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვმართებს, მაგრამ ამის გარეშეც კარგი გუნდი გვყავს “, – ციტირებს ბილიჩის სიტყვებს Sportsmole-ი.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თუ “ვესტ ჰემი” ინგლისის პრემიერლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, შესაძლოა, დიმიტრი პაიემ 15 მილიონ ევროდ გუნდი დატოვოს.