მალუდა ეგვიპტეში ითამაშებს

ფრანგი ნახევარმცველი ფლორან მალუდა კარიერას ეგვიპტეში გააგრძელებს.

35 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი “ვადი დეგლასთან” გააფორმა. მხარეებს შორის გაფომებული შრომითი ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება. ფლორან მალუდა “ვადი დეგლაში” 15-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი მანამდე ექვსი თვის განმავლობაში ინდოეთში თამაშობდა.