უესტბრუკმა კარიერაში 25-ე ტრიპლ-დაბლი შეასრულა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა „ჰიუსტონ როკეტსთან“ ანგარიშით 116:108 მოგებულ მატჩში ტრიპლ-დაბლი გაიფორმა.

ხსენებულ შეხვედრაში რასელმა 26 ქულა, 14 პასი და 10 მოხსნა მიითვალა.

ეს ტრიპლ-დაბლი მიმდინარე სეზონში უესტბრუკისთვის მე-6, ხოლო კარიერაში 25-ე გამოდგა, რის შესახებაც ESPN იტყობინება.