ევერტონმა ლუკაკუს შემცვლელი იპოვა

ინგლისურ, ავტორიტეტულ გამოცემა The Sun-ს თუ დავუჯერებთ, “ევერტონის” ხელმძღვანელობა ძალიან ახლოსაა მოსკოვის “ლოკომოტივის” ფორვარდის, უმარ ბაიე ნიასეს შეძენასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კანფეტები” მზად არიან 13.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადონ სენეგალელი შემტევის სანაცვლოდ. ეს უკანასკნელი რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც შესაძლოა “გუდისონ პარკი” ზაფხულში დატოვოს.

25 წლის ნიასე სიჩქარის, სიძლიერისა და ძლიერი მუშაობის ხარჯზე  მშვენივრად გამოიყურება. რუსული გუნდის მაისურით მან 15 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.